1. სახელწოდება: „ჩემი სოფელი“
2.
პროექტის
მთავარი იდეა: მშობლიური სოფლის ისტორიულ ეთნოლოგიური და ფოლკლორულ
დიალექტური თვალსაზრისით უკეთ შესწავლა.
3. პროექტის აქტუალობა:
ვფიქრობთ, ეს პროექტი ერთი კონკრეტული მნიშვნელობით არის აქტუალური-იგი ხელს შეუწყობს
ჩვენს მოსწავლეებს მშობლიური სოფლის კიდევ უფრო შეყვარებაში მისთვის რაიმე სასარგებლო
და ღირებულის გაკეთების სურვილის
გაჩენაში მის შესახებ დეტალური ცოდნის მიღებაში, რაც
მთავარია, დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებელი კვლევა-ძიების უნარ- ჩვევების დაუფლებაში, ამ კვლევების
შედეგად მიღებული ცოდნის წარმოჩენასა და საკუთარი „ნაღვაწით“ სიამოვნების მიღებაში.
4.
პროექტის
მთავარი მიზანი: ჩემი აზრით
ეს პროექტი არის ერთ საინტერესო რეალურ და
აქტუალურ შეკითხვაზე :“როგორ და რამდენად კარგად ვიცნობ ჩემს სოფელს“: სრულყოფილი პასუხის
მიღების მცდელობა, პროექტის თემის გარშემო რამდენიმე კითხვის გაჩენის შემდეგ შევარჩიეთ
ისეთები, რომელიც მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას გაუღვიძებდა.
5.
მოსწავლეთა
ასაკი: 15-16 წელი.
6.
ვადები:
4 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: ისტორიული მასალები
ფოტოგამოფენის მოწყობის შემდეგ ფოტოსტენდის სახით გაკეთდება. ფოლკლორული ექსპედიციის
შედეგები-ხელნაწერი სასკოლო ჟურნალის სახით გადმოიცემა: ეთნოლოგიურ- ეთნოგრაფიული მასალები
ჩანაწერების სახით იქნება ზეპირი პრეზენტაციით
წარმოდგენილი.
8.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები: მარკეტები, ფორმატები, ფანქრები, ფურცლები,
ციფრული ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, , პროექტორი,
ინტერნეტი, დიქტოფონი, კომპიუტერი.
9.
პროექტის
მსვლელობა: თემატური თვალსაზრისით და მოსწავლეთა შესაძლებლობების
გათვალისწინებით გადავანაწილებთ შესასრულებელ დავალებებს ჯგუფებში. სულ 4ჯგუფი იქნება:
2-2 მოსწავლიანი; პირველი ჯგუფი შეისწავლის
ფოლკლორულ მასალებს, მეორე ჯგუფი სოფლის კუთხურ მეტყველებას დააკვირდება. მესამე ჯგუფი
სოფლის ისტორიას და მდებარეობას შეისწავლის. მეოთხე ჯგუფი სოფლის ეთნოლოგიურ-ეთნოგრაფიულ
მხარეს გაეცნობა.
10.
საგანთან
/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
საქართველოს ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან , ისტ-სთან ზოგადი ინტელექტის
გამდიდრებასთან ერთად ბავშვებს უმუშავდებათ
ჯგუფური მუშაობის უნარები, დამოუკიდებელი კვლევა-ძიების ჩვევები.
11.
პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი: ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი- ანნა მიქელაძე.
13.
პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: ანნამიქელაძე5
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ანნა მიქელაძე
No comments:
Post a Comment