Sunday, September 25, 2016

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეც დასრულდა. დღეს  გავაკეთთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაცია. ასევე გავეცანით მოსწავლის პროექტის შეფასებას,პორტფოლიოს შეფასების  რუბრიკას, უკუკავშირის სახეებს.

Saturday, September 24, 2016

მეექვსე დღე

მეექვსე დღეც დასრულდა. დღეს გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას, ასევე გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშებს და ბუკლეტის შაბლონებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის შაბლონზე  და დავასრულე შაბლონი. საინტერესო იყო შაბლონის გაკეთება. და ბოლოს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

მეხუთე დღეც დავასრულეთ, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, საავტორო უფლებების ნებართვის წერილს, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ასევე გავეცანით მარტივ, ARA  და  MLA   მოდულებს. გავაკეთეთ პროექტის  პრეზენტაცია. კარგად და საინტერესოდ დასრულდა დღე მეხუთე.

Sunday, September 11, 2016

მეოთხე დღე

დღეს მოვამზადეთ და ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ასევე გავეცანით სხვადასხვა მეთოდებს.კიდევ განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები, შეფასების გეგმა და სტრატეგიები.კარგად დასრულდა მეოთხე დღე.

Saturday, September 10, 2016

დღე მესამე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგში ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება და გაგზავნა, ასევე  დავამატეთ ახალი ღილაკი  ,ინტელის სახელმძღვანელო'. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ავირჩიეთ   სტანდარტები და ინდიკატორებიდაგადმოვიტანეთ  და ჩავსვით სასწავლო პროექტის გეგმაში. კარგი და საინტერესო დღე იყო.

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე

ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე დატვირთული  დღე იყო, მაგრამ რაც ვისწავლე მართლა ვისწავლე.