Friday, October 14, 2016

მეცხრე დღე

დღეს ჩვენ ბლოგში გადავიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, მოსწავლის პრეზენტაცია, მასწავლებლის პრეზენტაცია და ასე შემდეგ, რაც კი რამ გვქონდა მომზადებული.
 მართლაც კარგი და სახალისო იყო ორივე ტრენინგი. ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც ხელს შემიწყობს და დამეხმარება  მოსწავლეებთან მიზნის მიღწევაში. რაც უნდა ვაღიარო ისსა,  რომ  კარგი ტრენერი გვყავს. მადლობელი ვარ სერგო მასწავლებლის .

პროექტის პორტფოლიო

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

Saturday, October 1, 2016

მერვე დღე

მერვე დღეც დასრულდა. დრეს გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს. ასევე ვიმუშავეთ სასწავლო გეგმიოს შაბლონში შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, ასევე შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი, სასწავლო პროცედურები მოკლედ ბოლომდე დავასრულე  შაბლონში მუშაობა.

Sunday, September 25, 2016

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეც დასრულდა. დღეს  გავაკეთთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაცია. ასევე გავეცანით მოსწავლის პროექტის შეფასებას,პორტფოლიოს შეფასების  რუბრიკას, უკუკავშირის სახეებს.

Saturday, September 24, 2016

მეექვსე დღე

მეექვსე დღეც დასრულდა. დღეს გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას, ასევე გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშებს და ბუკლეტის შაბლონებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის შაბლონზე  და დავასრულე შაბლონი. საინტერესო იყო შაბლონის გაკეთება. და ბოლოს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

მეხუთე დღეც დავასრულეთ, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, საავტორო უფლებების ნებართვის წერილს, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ასევე გავეცანით მარტივ, ARA  და  MLA   მოდულებს. გავაკეთეთ პროექტის  პრეზენტაცია. კარგად და საინტერესოდ დასრულდა დღე მეხუთე.

Sunday, September 11, 2016

მეოთხე დღე

დღეს მოვამზადეთ და ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ასევე გავეცანით სხვადასხვა მეთოდებს.კიდევ განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები, შეფასების გეგმა და სტრატეგიები.კარგად დასრულდა მეოთხე დღე.

Saturday, September 10, 2016

დღე მესამე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგში ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება და გაგზავნა, ასევე  დავამატეთ ახალი ღილაკი  ,ინტელის სახელმძღვანელო'. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ავირჩიეთ   სტანდარტები და ინდიკატორებიდაგადმოვიტანეთ  და ჩავსვით სასწავლო პროექტის გეგმაში. კარგი და საინტერესო დღე იყო.

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე

ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე დატვირთული  დღე იყო, მაგრამ რაც ვისწავლე მართლა ვისწავლე.

Saturday, June 25, 2016

სასწავლო პროექტი

 სასწავლო პროექტი -ჩემი სოფელი 
1.     სახელწოდება: „ჩემი სოფელი“
2.       პროექტის მთავარი იდეა: მშობლიური სოფლის ისტორიულ ეთნოლოგიური და ფოლკლორულ დიალექტური თვალსაზრისით უკეთ შესწავლა.
3.     პროექტის აქტუალობა: ვფიქრობთ, ეს პროექტი ერთი კონკრეტული მნიშვნელობით არის აქტუალური-იგი ხელს შეუწყობს ჩვენს მოსწავლეებს მშობლიური სოფლის კიდევ უფრო შეყვარებაში მისთვის რაიმე სასარგებლო და ღირებულის გაკეთების სურვილის
გაჩენაში მის შესახებ დეტალური ცოდნის მიღებაში, რაც მთავარია,  დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებელი  კვლევა-ძიების უნარ- ჩვევების დაუფლებაში, ამ კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის წარმოჩენასა და საკუთარი „ნაღვაწით“ სიამოვნების მიღებაში.
4.       პროექტის მთავარი მიზანი:  ჩემი აზრით ეს პროექტი არის  ერთ საინტერესო რეალურ და აქტუალურ შეკითხვაზე :“როგორ და რამდენად კარგად ვიცნობ ჩემს სოფელს“: სრულყოფილი პასუხის მიღების მცდელობა, პროექტის თემის გარშემო რამდენიმე კითხვის გაჩენის შემდეგ შევარჩიეთ ისეთები, რომელიც მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას გაუღვიძებდა.
5.       მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
6.       ვადები: 4 თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: ისტორიული მასალები ფოტოგამოფენის მოწყობის შემდეგ ფოტოსტენდის სახით გაკეთდება. ფოლკლორული ექსპედიციის შედეგები-ხელნაწერი სასკოლო ჟურნალის სახით გადმოიცემა: ეთნოლოგიურ- ეთნოგრაფიული მასალები ჩანაწერების სახით იქნება ზეპირი პრეზენტაციით
წარმოდგენილი.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მარკეტები, ფორმატები, ფანქრები, ფურცლები, ციფრული ფოტოაპარატი,  ვიდეოკამერა, , პროექტორი, ინტერნეტი, დიქტოფონი, კომპიუტერი.
9.       პროექტის მსვლელობა: თემატური თვალსაზრისით და მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით გადავანაწილებთ შესასრულებელ დავალებებს ჯგუფებში. სულ 4ჯგუფი იქნება: 2-2 მოსწავლიანი;  პირველი ჯგუფი შეისწავლის ფოლკლორულ მასალებს, მეორე ჯგუფი სოფლის კუთხურ მეტყველებას დააკვირდება. მესამე ჯგუფი სოფლის ისტორიას და მდებარეობას შეისწავლის. მეოთხე ჯგუფი სოფლის ეთნოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მხარეს გაეცნობა.
10.   საგანთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან , ისტ-სთან ზოგადი ინტელექტის გამდიდრებასთან ერთად ბავშვებს უმუშავდებათ  ჯგუფური მუშაობის უნარები, დამოუკიდებელი კვლევა-ძიების ჩვევები.
11.   პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ანნა მიქელაძე.
12.   ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: annamiqeladze1983@gmail.com
13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ანნამიქელაძე5

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ანნა მიქელაძე



Tuesday, June 21, 2016

შფასების რუბრიკები


კრიტერიუმები
1
არ შეესაბამება
2
ნაკლებად შეესაბამება
3
შეესაბამება
4
სრულიად შეესაბამება
კვლევის აქტუალობა და მნიშვნელობა/ საკვლევი საკითხების დასაბუთება, სიცხადე.
საკვლევი საკითხის დასაბუთებას და  სიცხადეს ვერ საუბრობს.
ასაბუთებს მაგრამ  სიცხადეზე არ საუბრობს
ინფორმაცია მწირია
ყველაფერს კონკრეტულად ასაბუთებს
საკითხის ირგვლივ არსებული ლიტერატურის ანალიზის ადეკვატურობა და სიღრმე
ვერ წვდება საკითხის აზრს
ანალიზებს მაგრამ ვერ საუბრობს
კარგად აქვს გაგებული მაგრამ  შეზღუდულია
აქტიურია და აკონკრეტებს
კვლევის მეთოდოლოგიის საკვლევ საკითხთან შესაბამისობა
სუსტია ვერ წვდება არსს
მეთოდოლოგიას არ უკავშირებს
მეთოდოლოგიაზე კარგად საუბრობს
აქტიურია
კვლევის შედეგების არგუმენტირებულად წარმოდგენა
კვლევის შედეგებზე არაფერი არ იცის
არგუმენტის გაკეთება არ შეუძლია
იკვლევს ინფორმაციას და საუბრობს
არგუმენტსაც აკეთებს
დასკვნების და ძირითადი მიგნებების  სისწრაფე და კავშირი ძირითად ტექსტთან
დასკვნა ვერ გამოაქვს
ტექსტიდან ვერ ახერხებს ძირითად მიგნებებს
დასკვნის გაკეთება თავისუფლად შეუძლია
ყველაფერს კონკრეტულად ასაბუთებს

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ფული
სწავლის საფეხური
X კლასი
მოსწავლის პროფილი
6 მოსწავლე
დრო/ ხანგრძლივობა
45 წუთი
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეს შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სხვადასხვა უნარის გამომუშავება,  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლესსამუშაოს დასრულებისას წარმოაჩენს და განიხილავს არჩეულ გზას (როგორი ტაქტიკა აირჩია, რა გაუადვილდა, რა გაუჭირდა, როგორ აჯობებდა
მოსწავლეებისათვის გასაგები და პრაქტიკაში ადვილი მოხმარების გზით შეუდგნენ ცხოვრებას.


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 მოსწავლეს გამომუშავებული აქვს კონსტრუქციული დამოკიდებულება  დაბრკოლებების მიმართ.  
       ქართ. X. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.

ქართ. X. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.

ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია  დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
              ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

კავშირი საგნებთან
კავშირი აქვს უცხო ენასთან, მათემატიკასთან.
ე.ს. გ მისაღწევი შედეგი
ზეპირმეტყველება
მინი ლექცია.
ქართ.x.  ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი.
არსებითი სახელი
ზედსართავი სახელი
რიცხვითი სახელი.

                     
წინარე ცოდნა
 1.2. ინფორმაციის გაცვლა: პირადი მონაცემები (ვინაობა, ასაკი, წარმომავლობა, სადაურობა, საცხოვრებელი ადგილი), ოჯახი / ნათესავები, საკუთრება, პროფესია/ხელობა, საჭიროებები / მოთხოვნილებები /სურვილები, თავისუფალი დრო, საქმიანობა, კვებითი ჩვევები, ჯანმრთელობა, ამინდი, გეგმები / განზრახვა, მგზავრობა/მოგზაურობა,

ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, ელექტრონული რესურსები, აუდიო-ვიდეო მასალა, სურათები, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
1.მისალმება, გაკვეთილის მიზნის გაცნობა 2წთ.
1 აქტივობა. დამხმარე რესურსად შეაქვს ფულის სურათების ამოცნობა.
2 აქტივობა. ცოდნის კონსტრუირება . ფულის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გაცნობა კლასის წინაშე. 15წთ.
3. აქტივობა.
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და როლურ თამაშით ვათამაშებ „ სუპერმარკეტში“ 15წთ.
4 აქტივობა. .გააზრებისათვის ვიყენებ კითხვებს:
 1.რა ღირს კარტოფილი?
 2. ხუთი კილოგრამი ამიწონეთ.
6წთ.
5. აქტივობა.
საშინაო დავალება 1წთ.
6. აქტივობა.
შეფასება 1წთ.

დიფერენცირებული სწავლება
არა მყავს ასეთი მოსწავლე