Sunday, September 25, 2016

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეც დასრულდა. დღეს  გავაკეთთეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაცია. ასევე გავეცანით მოსწავლის პროექტის შეფასებას,პორტფოლიოს შეფასების  რუბრიკას, უკუკავშირის სახეებს.

Saturday, September 24, 2016

მეექვსე დღე

მეექვსე დღეც დასრულდა. დღეს გავეცანით სასწავლო ნიმუშების შექმნას, ასევე გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშებს და ბუკლეტის შაბლონებს. ვიმუშავეთ ბუკლეტის შაბლონზე  და დავასრულე შაბლონი. საინტერესო იყო შაბლონის გაკეთება. და ბოლოს გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს.

Saturday, September 17, 2016

მეხუთე დღე

მეხუთე დღეც დავასრულეთ, გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, საავტორო უფლებების ნებართვის წერილს, გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ასევე გავეცანით მარტივ, ARA  და  MLA   მოდულებს. გავაკეთეთ პროექტის  პრეზენტაცია. კარგად და საინტერესოდ დასრულდა დღე მეხუთე.

Sunday, September 11, 2016

მეოთხე დღე

დღეს მოვამზადეთ და ჩავწერეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ასევე გავეცანით სხვადასხვა მეთოდებს.კიდევ განვიხილეთ პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები, შეფასების გეგმა და სტრატეგიები.კარგად დასრულდა მეოთხე დღე.

Saturday, September 10, 2016

დღე მესამე

დღეს ვისწავლეთ ბლოგის სათაურის შეცვლა, ბლოგში ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება და გაგზავნა, ასევე  დავამატეთ ახალი ღილაკი  ,ინტელის სახელმძღვანელო'. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს. ეროვნული სასწავლო გეგმიდან ავირჩიეთ   სტანდარტები და ინდიკატორებიდაგადმოვიტანეთ  და ჩავსვით სასწავლო პროექტის გეგმაში. კარგი და საინტერესო დღე იყო.

Sunday, September 4, 2016

დღე მეორე

ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე დატვირთული  დღე იყო, მაგრამ რაც ვისწავლე მართლა ვისწავლე.

Saturday, June 25, 2016

სასწავლო პროექტი

 სასწავლო პროექტი -ჩემი სოფელი 
1.     სახელწოდება: „ჩემი სოფელი“
2.       პროექტის მთავარი იდეა: მშობლიური სოფლის ისტორიულ ეთნოლოგიური და ფოლკლორულ დიალექტური თვალსაზრისით უკეთ შესწავლა.
3.     პროექტის აქტუალობა: ვფიქრობთ, ეს პროექტი ერთი კონკრეტული მნიშვნელობით არის აქტუალური-იგი ხელს შეუწყობს ჩვენს მოსწავლეებს მშობლიური სოფლის კიდევ უფრო შეყვარებაში მისთვის რაიმე სასარგებლო და ღირებულის გაკეთების სურვილის
გაჩენაში მის შესახებ დეტალური ცოდნის მიღებაში, რაც მთავარია,  დაეხმარება ბავშვებს დამოუკიდებელი  კვლევა-ძიების უნარ- ჩვევების დაუფლებაში, ამ კვლევების შედეგად მიღებული ცოდნის წარმოჩენასა და საკუთარი „ნაღვაწით“ სიამოვნების მიღებაში.
4.       პროექტის მთავარი მიზანი:  ჩემი აზრით ეს პროექტი არის  ერთ საინტერესო რეალურ და აქტუალურ შეკითხვაზე :“როგორ და რამდენად კარგად ვიცნობ ჩემს სოფელს“: სრულყოფილი პასუხის მიღების მცდელობა, პროექტის თემის გარშემო რამდენიმე კითხვის გაჩენის შემდეგ შევარჩიეთ ისეთები, რომელიც მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობას გაუღვიძებდა.
5.       მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
6.       ვადები: 4 თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები: ისტორიული მასალები ფოტოგამოფენის მოწყობის შემდეგ ფოტოსტენდის სახით გაკეთდება. ფოლკლორული ექსპედიციის შედეგები-ხელნაწერი სასკოლო ჟურნალის სახით გადმოიცემა: ეთნოლოგიურ- ეთნოგრაფიული მასალები ჩანაწერების სახით იქნება ზეპირი პრეზენტაციით
წარმოდგენილი.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მარკეტები, ფორმატები, ფანქრები, ფურცლები, ციფრული ფოტოაპარატი,  ვიდეოკამერა, , პროექტორი, ინტერნეტი, დიქტოფონი, კომპიუტერი.
9.       პროექტის მსვლელობა: თემატური თვალსაზრისით და მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით გადავანაწილებთ შესასრულებელ დავალებებს ჯგუფებში. სულ 4ჯგუფი იქნება: 2-2 მოსწავლიანი;  პირველი ჯგუფი შეისწავლის ფოლკლორულ მასალებს, მეორე ჯგუფი სოფლის კუთხურ მეტყველებას დააკვირდება. მესამე ჯგუფი სოფლის ისტორიას და მდებარეობას შეისწავლის. მეოთხე ჯგუფი სოფლის ეთნოლოგიურ-ეთნოგრაფიულ მხარეს გაეცნობა.
10.   საგანთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საქართველოს ისტორიასთან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან , ისტ-სთან ზოგადი ინტელექტის გამდიდრებასთან ერთად ბავშვებს უმუშავდებათ  ჯგუფური მუშაობის უნარები, დამოუკიდებელი კვლევა-ძიების ჩვევები.
11.   პროექტის ხელმძღვანელი /მასწავლებელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ანნა მიქელაძე.
12.   ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: annamiqeladze1983@gmail.com
13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ანნამიქელაძე5

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ანნა მიქელაძე